ჩვენს შესახებ

სამაუწყებლო კომპანია „ბოლნელი“ დაარსდა 1997 წელს.ამ პერიოდიდან 2010 წლის ივლისამდე იგი მაუწყებლობდა „ტელე–რადიო კომპანია XII არხი“-ს სახელწოდებით,ხოლო 2010 წლიდან დარეგისტრირდა სამაუწყებლო კომპანია ბოლნელად.

2008-2009 წლებში ჩვენმა კომპანიამ გაიმარჯვა კონკურსში, ფონდი „ინტერნიუსის“ და ეუთოს ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით მოახდინა კომპანიის მთლიანი ტექნიკური გადაირაღება. კონკურსის წესის საფუძველზე მოხდა ჟურნალისტების, ტექნიკური პერსონალის შერჩევა, თეორიული და პრაქტიკული გადამზადება და კვალიფიციურ კადრებად ჩამოყალიბება. ამავე პერიოდში ჩვენს მიერ მოხდა რამდენიმე სატელევიზიო პროექტის განხორციელება. შემდგომი 3 წლის განმავლობაში ჩვენმა კომპანიამ გაიმარჯვა ფონდი „ღია საზოგადოება–საქართველო“-ს მიერ გამოცხადებულ კონკურსში და 3 წლის განმავლობაში ახორციელებდა ქვემო ქართლში მცხოვრები ეროვნულ უმცირესობათა ქართულ სახელმწიფოებრივ რეალობაში ინტეგრაციის მხარდამჭერ სატელევიზიო პროექტს. კომპანიის დირექტორმა ოლეგი უგრეხელიძემ 2011 წელს გაიმარჯვა ევრაზიის ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით მივლინებულ იქნა უკრაინის და ხორვატიის წამყვან ტელევიზიებში.

ჩვენმა კომპანიამ ასევე გაიმარჯვა საქართველოს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ 2014,2015 და 2016 წლებში და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ 2015 და 2016 წლებში გამოცხადებულ ტენდერებში, რის საფუზველზეც ვახორციელებთ რამდენიმე სატელევიზიო კონტენტს.

2015 წელს სამაუწყებლო კომპანია „ბოლნელი“ აღიარებული იქნა როგორც საუკეთესო ბიზნეს მენეჯმენტის კომპანია და დაჯილდოვდა შესაბამისი სერტიფიკატით და დიპლლომით. კომპანია ასევე დაჯილდოებულია სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოცხადებულ კონკურსებში გამარჯვებული. იგი აქტიურად თანამშრომლობს როგორც სამთავრობო ისე არასამთავრობო სექტორებთან და ახორციელებს შესაბამის ტელე პროექტებს. გასაკუთრებული აქტიური ურთიერთობა დამყარდა არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალი და სამყარო“-სთან.

2015 წელს კომპანიამ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გამოცხადებული კონკურსის შედეგებით მოიპოვა რადიო მაუწყებლობის ლიცენზია FM-107,3 დიაპაზონში.

ამჟამად კომპანიაას აქვს როგორც რადიო, ისე 8–ე მეტრულ დიაპაზონში ციფრული მაუწყებლობა,რომელიც მოიცავს ბოლნისის, მარნეულის, თეთრიწყაროს, დმანისის და გარდაბნის მუნიციპალიტეტებს. მისი სავარაუდო მაყურებელი და მსმენელი შეადგენს დაახლოებით 200-250 ათასს ადამიანს. კომპანიას დასახული აქვს შემდგომში განვითარების კონკრეტული გეგმა.

მოქმედი საშტატო განრიგი

ჟურნალისტები: ლილი ემირიძე-სერგია, მაია შაინიძე

ოპერატორები: ლევან რეხვიაშვილი

მემონტაჟე:  გიორგი ქაჯაია

ვიდეო და აუდიო ინჟინრები:   ოთარი ქაჯაია,

სამაუწყებლო კომპანიის დირექტორი: ოლეგი უგრეხელიძე, 35 წლიანი ჟურნალისტური სტაჟი.

 კომპანიის მისამართი:  ქ.ბოლნისი სულხან–საბა ორბელიანის ქ #39